რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუბიო: ტრამპი კარგავს მზადყოფნას, რომ დაელოდოს რუსეთის მხრიდან რაიმეს გაკეთებას

ეს მისი [ტრამპის] ომი არაა, მას არ დაუწყია. არ მომხდარა და არც მოხდებოდა, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, მაგრამ მოხდა. მან მემკვიდრეობით მიიღო და ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელია, რომ დაესრულებინა. ვფიქრობ, ის უფრო და უფრო იმედგაცრუებულია, რომ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო ზარებით კარგი კომუნიკაციების მიუხედავად, ამას არაფერი მოჰყვება. ამიტომ, მოქმედების დრო მოვიდა და ჩემი აზრით, პრეზიდენტმა [ტრამპმა] მკაფიოდ აღნიშნა ეს. ის მოთმინებას კარგავს. ის კარგავს მზადყოფნას, რომ დაელოდოს რუსეთის მხრიდან რაიმეს გაკეთებას.

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.

კომენტარები