რუსული რეჟიმი

თვალჭრელიძის ქუჩაზე 17 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

თვალჭრელიძის ქუჩა
მარიამ ნიკურაძე

თვალჭრელიძის ქუჩაზე პოლიციამ 17 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

უწყების ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულთა შორის არიან სტუდენტები, აქტივისტები, ადგილობრივი მოსახლეობა.

"თვალჭრელიძის ქუჩაზე დააკავეს მოქალაქეები: ლადო ჩახაია, გიორგი შაიშმელაშვილი, ხვიჩა შაიშმელაშვილი,დათუნა დანელია,გიორგი დუმბაძე,სოფო მარკოზია, მარიამ მეყანწიშვილი,ნიკოლოზ ტყემალაძე, ნენე გაბლაია, ვასო ბერიძე, დათა ქაშიაშვილი." - წერს დოდი ხარხელი სოციალურ ქსელში.

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის და აღსრულების ბიუროს თანამშრომლების მიერ შენობიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს.

მაცხოვრებლების ცნობით, მერიამ მათ 2-3 თვით ქირის გადახდა შესთავაზა.

აღსრულების პოლიციის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, შენობას მინიჭებული აქვს მეოთხე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი.

 

კომენტარები