უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო ორ კვირაში საზოგადოებას მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების ერთობლივ გეგმას წარუდგენენ.
გუშინ, 22 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების მიხედვით, ფაქტობრივად დამოუკიდებლობას უკარგავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს.
ახალი კანონი, რომელიც უკრაინის უმაღლესმა რადამ 22 ივლისს მიიღო, ქვეყნის გენერალურ პროკურორს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებებში.
"ჩვენ გვესმის, რას ითხოვს საზოგადოება. ჩვენ ვხედავთ, რისი მოლოდინი აქვთ ხალხს სახელმწიფო ინსტიტუტებისგან, უზრუნველყოფილი სამართალი და ყველა ინსტიტუტის ეფექტური ფუნქციონირება. ჩვენ განვიხილეთ ყველა აუცილებელი ადმინისტრაციული და სამართლებრივი გადაწყვეტილება, რაც გააძლიერებს ყველა ინსიტუტის მუშაობას გააძლიერებს, აღმოფხვრის არსებულ წინააღმდეგობებსა და საფრთხეებს" – თქვა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.





