ბირთვული მოლაპარაკებები

ირანული მედია: ირანი და ევროპული ქვეყნები ბირთვული მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Tasnim, რომელიც ისლამურ რევოლუციურ გვარდიასთანაა დაკავშირებული, იუწყება, რომ ირანმა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და გერმანიამ თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების განახლების გადაწყვეტილება მიიღეს.

Tasnim-ს ინფორმირებული წყარო უყვება, რომ თეირანსა და ევროპულ ქვეყნებს შორის ბირთვული პროგრამის მოლაპარაკებების დრო და ადგილი ჯერ კიდევ განხილვის საგანია.

წყაროს თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელი ქვეყანა უმასპინძლებს მომავალ მოლაპარაკებებს, ჯერ მიღებული არ არის.

გამოცემა არსებულ ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ირანის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე ჩატარდება.

კომენტარები