რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ავსტრალიის მიერ გაგზავნილი Abrams-ის ტანკების პირველი ნაწილი უკრაინაშია

ავსტრალიის არმიის M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკების პირველ ტრანშს უკრაინაში გასაგზავნად ამზადებენ, 7 მაისი, 2025 წ.
ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრო / Tristan Kennedy

ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრომ 18 ივლისს განაცხადა, რომ ავსტრალიის არმიის შემადგენლობიდან ჩამოწერილი 49 ერთეული M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკების პირველი ტრანში უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია. 

ავსტრალია Abrams-ის ტანკებს უკრაინას 2024 წლის ოქტომბერში დაჰპირდა, თუმცა 28 აპრილს ავსტრალიური მედია, ABC News თავდაცვის სფეროს ანონიმურ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინისთვის Abrams-ის ტანკების მიწოდება, სავარაუდოდ, ვაშინგტონის მხრიდან წინააღმდეგობის გამო დროებით გადაიდო. უკრაინული გამოცემა Kyiv Independent წერს, რომ ტანკების მიწოდების გადადება 9 თვით მოხდა. 

სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ უკრაინამ აშშ-ში დამზადებული და მოკავშირეების მიერ დაპირებული Abrams-ის ტანკების უმრავლესობა უკვე მიიღო, ხოლო საბოლოო ტრანშის უკრაინაში გაგზავნა "მომდევნო თვეებშია" მოსალოდნელი. 

"M1A1 Abrams-ის ტანკები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ უკრაინის მიმდინარე ბრძოლაში რუსეთის არალეგალური და ამორალური თავდასხმის წინააღმდეგ. [...] ავსტრალია მტკიცედ აგრძელებს მხარდაჭერას უკრაინისა და სამართ₾იანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ," განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლზმა. 

კომენტარები