რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ფიცოს თქმით, სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღებას მხარს უჭერს

რობერტ ფიცო  
 Alexandros Michailidis / shutterstock

სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ 17 ივლისს განაცხადა, რომ სლოვაკეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-18 სანქციების პაკეტის მიღებას. 

"ძვირფასო მეგობრები, უზარმაზარი ცეცხლის, მუქარების, უხეში სიტყვებისა და კრიტიკის მიუხედავად, ჩვენ ექვსჯერ დავადეთ ვეტო სანქციების მე-18 პაკეტს. სწორად მოგესმათ, ვიმეორებ, ექვსჯერ," დაწერა ფიცომ Facebook-ზე. 

ფიცოს თქმით, სლოვაკეთმა "ამჯერად მოლაპარაკების ყოველგვარი გზა ამოწურა და დაბლოკვითი პოზიციის გაგრძელება ახლა ჩვენს ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს."

მან აღნიშნა, რომ ევროკომისიამ სლოვაკეთს წერილობითი გარანტია მისცა ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე თანდათანობით უარის თქმასთან დაკავშირებით, რათა სლოვაკეთისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტზე მხარდაჭერა მოეპოვებინა. 

"დადასტურებული გარანტიები ეხება ბუნებრივი აირის ფასსა და მის შესაძლო დეფიციტს, ისევე როგორც გადაზიდვის ხარჯებს," თქვა მან. 

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიასთან მოლაპარაკებებში სლოვაკეთი გამოვიდა წინადადებით, რომ ევროკავშირმა მათ ბლოკის ფინანსების გამოყენებით მათ გაზრდილი გაზის საფასური "აუნაზღაუროს". 

Reuters 13 ივლისს წერდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი მოიცავს ახალ ზღვარს რუსული ნავთობის ფასზე. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარი ბარელზე $60-დან $47-მდე შემცირდება და მისი გადახედვა ყოველ ექვს თვეში მოხდება, სამი თვის მაგივრად. 

კომენტარები