Bloomberg-ის გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ზელენსკიმ და ტრამპმა ტელეფონით საუბრისას აშშ-ში უკრაინის ელჩის ცვლილება განიხილეს 5 ივლისს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით საუბრის დროს აშშ-ში უკრაინის ელჩის შესაძლო ცვლილება განიხილეს.
გამოცემას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ელჩობის შესაძლო კანდიდატებად განიხილებიან პრემიერმინისტრი დენის შმიგალი, პრემიერმინისტრის მოადგილე ოლგა სტეფანიშინა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო.
4 ივლისს, ტრამპთან გამართული ზარის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ ტრამპთან "შედეგიანი და მნიშვნელოვანი" საუბარი ჰქონდა და დაამატა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან "საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე" შეთანხმდა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის საუბარი დონალდ ტრამპმაც შეაფას და თქვა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.
"ჩვენ [მე და ზელენსკის] კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა. სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი და სტრატეგიული საუბარი იყო. ჩვენ ვეხმარებოდით მათ და დახმარებას გავაგრძელებთ. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა" – ამბობს ტრამპი.





