ლელო ძლიერი საქართველო

ჯაფარიძე არჩევნებზე: მზად ვართ, პატიმრების უფლებების დასაცავად უთანასწორო ბრძოლაში შევიდეთ

"პოლიტიკური პატიმრების სიმრავლე და მათ შორის პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის საპყრობილეში გამომწყვდევა “ქართული ოცნების” ერთ-ერთ მთავარ მიზანს ემსახურება - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ხელი ჩაიქნიონ, დაკარგონ დადებითი ცვლილებების იმედი და შეწყვიტონ წინააღმდეგობა, რის შედეგადაც "ქართული ოცნება" ყველა ინსტიტუციაზე დაუბრკოლებლად სრულ ერთპარტიულ კონტროლს მოიპოვებს, მმართველობით ორგანოსა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზეც კი.

ამიტომ, აბსოლუტურად სწორი და დროული იყო რომ ახალგაზრდების დატუსაღებას კოალიცია "ლელო-ძლიერმა საქართველომ" მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით უპასუხა.

ჩვენ მზად ვართ, მათი უფლებების დასაცავად უთანასწორო ბრძოლაში შევიდეთ.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთ მთავარ მიზანს ასევე პროდასავლურ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის განხეთქილების ხელშეწყობა, დაპირისპირების პროვოცირება წარმოადგენს და სწორედ ამ მზაკვრულ მიზანს ემსახურება ის ბოლო განცხადება, რომელიც მათ მიხეილ ყაველაშვილის სახელით გაავრცელეს.

ცხადია, რომ "ქართული ოცნების" ნებისმიერ ამგვარ მცდელობას ჩვენ ძალისხმევის გაერთიანებით და ერთობით და იქ სადაც, ამას ვერ ვაღწევთ ერთმანეთის პოზიციების პატივისცემით უნდა ვუპასუხოთ!

თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!

წერია ბადრი ჯაფარიძის მიერ 214-ე საკანში დაწერილ წერილში

კომენტარები