2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

გოგიჩაიშვილი: არჩევნებზე მნიშვნელოვანი იქნება საერთო კანდიდატები

პარტია გახარია - საქართველოსთვის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ტვ პირველთან საუბარში 2025 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.

გოგიჩაიშვილის თქმით, ის თვლის, რომ "მნიშვნელოვანი იქნება საერთო კანდიდატები, რომლებსაც საერთო დიაპაზონი ექნებათ იმისთვის, რომ ამომრჩეველმა მხარი დაუჭიროს".

"მე არ ვფიქრობ, რომ იყოს რამე უფრო ისეთი საინტერესო გზა, რომელიც უზრუნველყოფდა ერთობას იმიტომ, რომ არჩევნები იძლეოდა ზუსტად იმ მექანიზმს ერთიანობის, რასაც ერქვა ნეიტრალური კანდიდატები და საერთო ბრძოლაში გასვლა. 

ეს იყო მნიშვნელოვანი და დანარჩენი ახლა, ეს ადამიანები რატომ არ გადიან არჩევნებში, ჩემამდე უბრალოდ არ დადის - დანარჩენი არის პირდაპირ სიტყვების ბრახაბრუხი და ილუზიის შექმნა, რომ თითქოს ამ არჩევნებში არგასვლით კიდევ უფრო დამძიმდებოდა რაღაცა პროცესი. 

[...] ეს ერთმანეთს საერთოდ არ გამორიცხავს - მე პირადად ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება საერთო კანდიდატები და ამ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საერთო დიაპაზონი იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა მხარი დაუჭიროს". - თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის დღეს, 4 ივლისს, ძლიერმა საქართველომ ბრიფინგისას განაცხადა, რომ კოალიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ასევე, რამდენიმე წუთის წინ დეა მეტრეველმა ლელოს პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია დატოვა - გადაწყვეტილების მიზეზი თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია ძლიერი საქართველოს მონაწილეობაა.

ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა საბა ბუაძემაც, ხოლო პარტია ლელო დატოვა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამუნა გიორგაძემ. 

კომენტარები