რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ტრამპთან შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე

აშშ-ს პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა. პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მივულოცე.

ჩვენ, უკრაინაში, მადლობელნი ვართ გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს გვეხმარება დავიცვათ სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ ამერიკასთან ერთად და მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მკვლელობების შესაჩერებლად და სამართლიანი, მდგრადი და ღირსეული მშვიდობის აღსადგენად.

დღეს განვიხილეთ არსებული მდგომარეობა, მათ შორის, რუსეთის საჰაერო დარტყმები და ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენები. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგად არის ინფორმირებული და მადლობას ვუხდი მას უკრაინისადმი ყურადღებისთვის. ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე და შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე. ასევე შევთანხმდით ჩვენს გუნდებს შორის შეხვედრაზე.

ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობებსა და ერთობლივ წარმოებაზე. მზად ვართ აშშ-სთან ერთად პროექტების განხორციელებისთვის და გვჯერა, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება დრონებსა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებს.

ასევე, შევეხეთ ორმხრივი შესყიდვებისა და ინვესტიციების საკითხებს. ბოლოს კი, გავცვალეთ მოსაზრებები დიპლომატიურ სიტუაციასა და აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთობლივ მუშაობაზე.

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები