რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკის თქმით, უკრაინამ აშშ-ს კომპანიებთან დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმება დადო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Tetiana Dzhafarova/AP Photo/picture alliance

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ რამდენიმე ამერიკულ კომპანიასთან დრონების, განსაკუთრებით მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების ჩამომგდები დრონების, ერთობლივად წარმოებაზე უკრაინამ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებთან დრონების ერთობლივ წარმოებაზე დოკუმენტს ხელი უკრაინამ 3 ივლისს, დილის საათებში, ზელენსკის დანიაში ვიზიტის პარალელურად მოაწერა. 

"ეს უკრაინასა და აშშ-ს შორის ერთობლივი წარმოებაა. ამაში ჩართული იქნება რამდენიმე კომპანია. ჩვენი მთავარი ფოკუსი სხვადასხვა ტიპის დრონია. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მიმდინარე წელს ასობით ათას [დრონს ვაწარმოებთ]; შემდეგ წელს კი [მათი რიცხვი] გაიზრდება," თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. 

"ძირითადი კომპონენტი ჩამომგდები დრონებია, რამაც უკრაინაში თავი გამოიჩინა - ჩვენ რამდენიმე კომპანიის დრონი გამოვცადეთ. ახლა ჩვენ სერიოზულ პროდუქტზე, სერიოზულ კონტრაქტს ხელი მოვაწერეთ. ძალზე მოველით შაჰედების დიდი რაოდენობით ჩამოგდებას," დაამატა მან. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების ფარგლებში დაიწყება მტრის საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად განკუთვნილი ჩამომგდები დრონების, სადაზვერვო და დამიზნების დანიშნულების მქონე კვადრკოპტერებისა და მოწინააღმდეგის სიღრმეში იერიშების მისატანი უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი წარმოება. 

კომენტარები