რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის მოადგილე, გენერალ-მაიორი და უკრაინასთან მებრძოლი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხაილ გუდკოვი კურსკის ოლქში მოკლეს. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ოლეგ კოჟემიაკო ადასტურებს.
მანამდე რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდებოდა ცნობა, რომ გუდკოვი 10 სხვა სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, კურსკის რეგიონში, კორონევოში მდებარე სამეთაურო პუნქტზე უკრაინის იერიშის დროს მოკვდა.





