ივანიშვილის პარლამენტი

გახარია-საქართველოსთვის 12 წარმომადგენელს დეპუტატის მანდატები შეუწყვიტეს

ივანიშვილის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პარტია გახარია-საქართველოსთვის 12 წარმომადგენელს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვეტა.

კენჭისყრის შედეგად, საპარლამენტო მანდატები შეუწყდათ გახარია-საქართველოსთვის საპარლამენტო სიის პირველ 12 ნომერს - გიორგი გახარიას, ნათია მეზვრიშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს, კახაბერ ქემოკლიძეს, ზვიად ძიძიგურს, ზაზა თავაძეს, ანა ბუჩუკურს, ბერდია სიჭინავას, როინ ქოჩორაშვილს, ბექა ლილუაშვილს, თეონა აქუბარდიასა და ლევან გოგიჩაიშვილს.

იქამდე, 30 ივნისს, გახარია-საქართველოსთვის 12 წარმომადგენლისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი ივანიშვილის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დაუჭირეს.

ცნობისთვის, პარტია გახარია საქართველოსთვის პარლამენტში 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი - გიორგი გახარიას პარტია (ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები) 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს - ასევე, გახარია - საქართველოსთვისს, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ივანიშვილის პარლამენტში განცხადება არ შეუტანია. 

კომენტარები