ვლადიმირ პუტინის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებული აფხაზეთსა და რუსეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტები გაფართოვდეს.
"მე მგონია, კარგი იქნებოდა, რესპუბლიკის ხელისუფლებასთან გვესაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ახალგაზრდული კონტაქტები გავაფართოოთ. და არა უბრალოდ კონტაქტები, არამედ შეიქმნას პირობები იმისთვის, რომ ეს კონტაქტები აქტიური იყოს, სარგებელი მოჰქონდეს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც თქვენს რესპუბლიკაში ცხოვრობენ და [კონტაქტები] რუსეთსა და აფხაზეთს შორის კავშირებს ამყარებდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა როგორც რესპუბლიკის, ისე ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის." - თქვა პუტინმა რეგიონებში ახალგაზრდულ ცენტრთა გახსნის ღონისძიებაზე.
"აფხაზეთში მგონი ყოველი მეორე ან მესამე რუსეთის მოქალაქეა. ჩვენ ამას განსაკუთრებული გრძნობით ვეკიდებით." - დაამატა პუტინმა.





