რუსული რეჟიმი

კალაძე PACE-ზე: წარმოუდგენელია ამ ტიპის განცხადებები, თეთრზე გვიმტკიცებენ, რომ შავია

წარმოუდგენელია ამ ტიპის განცხადებები, თეთრზე პირდაპირ გვიმტკიცებენ, რომ შავია. რეალობა ხომ ვიცით ყველამ და რაც მთავარია იცის ქვეყნის მოსახლეობამ. რეალობა არის მარტივი - ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული დანაშაული, ისინი არ გამოცხადდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ყველაფერი კანონშია გაწერილი, თუ რა ხდება ამის შემდეგ. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები.

განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ბოლო თვეებია, წლების განმავლობაში, კიდევ ერთხელ მიუთითებს შანტაჟზე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე, ესაა ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. მაინტერესებს თავიანთ ქვეყნებში მათ პოლიტიკოსებს იგივე რომ გაეკეთებინათ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და რა დამოკიდებულება ექნებოდათ მათ მიმართ?

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE)  საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე, სადაც ქართული ოცნება გააკრიტიკეს.

კომენტარები