უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაცვლის ფარგლებში მოსკოვმა კიევს, სულ მცირე, 20 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გაუგზავნა. ამის შესახებ ზელენსიმ 21 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთი ცხედრების "არშემოწმებაში" დაადანაშაულა და მიანიშნა, რომ მოსკოვი ამას შესაძლოა, მიზანმიმართულადაც აკეთებდეს, რათა უკრაინის მხარეს დაღუპულ ჯარისკაცთა რიცხვის ხელოვნურად გაზრდა სცადოს.
"რეპატრიაციების დროს დადასტურდა, რომ ჩვენთვის გადმოცემული, როგორც ჩვენი დაღუპული ჯარისკაცები, 20 ადამიანის ცხედარი რუსებისაა. ეს ტყუილია დოკუმენტირებულია: ზოგჯერ ამ ცხედრებს რუსული პასპორტებიც ახლავთ თან". - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული 20 ცხედრიდან ერთ-ერთი ისრაელელ დაქირავებულ მებრძოლს ეკუთვნოდა, რომელის მოსკოვის მხარეს იბრძოდა.
ცნობისთვის, ივნისის დასაწყისში თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები ომში დაღუპული ჯარისკაცების 6000-6000 ცხედრის გაცვლაზე შეთანხმდნენ.





