რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი: ადგილი, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დადგამს, ჩვენია

ვლადიმირ პუტინი აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, 2024 წლის 5 სექტემბერი.
Rya Novosty

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, "ადგილი, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დადგამს", რუსეთს ეკუთვნის

ამის შესახებ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (ПМЭФ) დასმული კითხვის პასუხად ილაპარაკა. 

პუტინმა ასევე თქვა, რომ ადგილზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებენ, არამედ "საომარი მოქმედებების ლოგიკაა" და სამხედრო პირები "უყურებენ, [...] სად ჯობია, რომ ჯარისკაცები წავიდნენ" და "ჯარისკაცები სხვადასხვა ადგილებზე აღმოჩნდებიან".

"გვაქვს ასეთი ძველი წესი - ადგილი, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დადგამს, ჩვენია". - თქვა პუტინმა. 

ამის თქმის შემდგომ პუტინმა თქვა, რომ "არ სურს, ეს მილიტარისტული ჩანდეს" და  ირწმუნებოდა, რომ უკრაინას და უკრაინის პარტნიორებს "ყოველ ეტაპზე [ცეცხლის] შეწყვეტას სთავაზობდნენ". 

კომენტარები