რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მერცი: რუსეთის მიერ ომის გაგრძელების უნარი სანქციების სიმძიმეზეა დამოკიდებული

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, რუსეთის მიერ ომის გაგრძელების უნარი სანქციების სიმძიმეზეა დამოკიდებული.

მერცის შეფასებით, რუსეთის ბოლო თავდასხმები "ყველაზე სერიოზულ ომის დანაშაულს" წარმოადგენს. კანცლერის თქმით, მოსკოვი განზრახ ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას და არა სამხედრო ინფრასტრუქტურას.

ამასთან, მერცის თქმით, გერმანიის მთავრობა გააგრძელებს პარტნიორებთან ერთად მუშაობას რუსეთზე სანქციებით ზეწოლის გასაძლიერებლად.

"დახმარება კიევისთვის, ზეწოლა მოსკოვზე – ორივე საჭიროა, რათა დაიწყოს რეალური მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ბევრი დრონითა და რაკეტით დაესხა თავს. ეს იყო ყველაფერი, გარდა პროპორციული პასუხისა გასულ კვირაში უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო ავიაბაზებზე განხორციელებულ ძალიან ზუსტ დარტყმებზე. რუსეთს ნამდვილად სურდა სისხლისღვრა. ის ფაქტი, რომ ეს მხოლოდ ძალიან შეზღუდული მასშტაბით მოხდა, მხოლოდ უკრაინის ეფექტური თავდაცვის დამსახურებაა. კიდევ ერთხელ, რუსეთი, მოლაპარაკებების ნაცვლად, ესკალაციას ახდენს". - თქვა მერცმა.

კომენტარები