გერმანია

BfV: პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის მემარჯვენე ექსტრემისტების მზარდ რაოდენობას იფარებს

ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მემარჯვენე ექსტრემისტების მზარდ რაოდენობას იფარებს. ამის შესახებ გერმანიის შიდა დაზვერვის ფედერალური სამსახური ყოველწლიურ ანგარიშში წერს.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია გერმანიაში "მემარჯვენე ექსტრემიზმით მოტივირებული" დანაშაულის საერთო რაოდენობის ზრდა.

დაზვერვის სამსახურის ცნობით, AfD-ში ექსტრემისტების რაოდენობა გასულ წელს 77%-ით გაიზარდა და 20 000-ს მიაღწია, ასევე, გაზრდილია პარტიის წევრთა საერთო რაოდენობა.

მანამდე, გერმანიის შიდა დაზვერვის ფედერალური სამსახურმა პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც 1 100-ზე მეტ გვერდს მოიცავს და აღწერილია არაერთი მტკიცებულება, რომელიც პარტიის საქმიანობის ანტიკონსტიტუციურ ხასიათს ადასტურებს.

AfD-მ კი გადაწყვეტილებას დისკრედიტაციისა და კრიმინალიზაციის პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობა უწოდა და აღნიშნა, რომ BfV-ს დასკვნას სასამართლოში გაასაჩივრა.

კიოლნის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, შიდა დაზვერვის სააგენტომ განხილვის დასრულებამდე AfD-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად კლასიფიკაციის გადაწყვეტილება შეაჩერა.

კომენტარები