რუსული რეჟიმი

როგორც მეგობარმა, კუპრაშვილი გავაფრთხილე EU-ში ინტეგრაციის ილუზიების შესახებ - ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ზე მის ანტი-კორუფციულ ბიუროში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ფიშერი წერს, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს FARA-ს ანალოგი კანოპროექტი, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესები და სხვა საკითხები.

"დამპირდნენ ინფორმირებას იმის შესახებ, თუ როგორ მოეპყრობიან FARA-ს საფუძველზე საქართველოში არსებულ 13 გერმანულ ორგანიზაციას, რომლებიც დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ბიუჯეტით და ექვემდებარება გერმანია-საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს - ეს აუცილებელია ჩვენი ფართო, ღრმა კავშირების პრაქტიკაში აღსრულებისთვის - გვსურს, რომ ისინი გათავისუფლდნენ ამისგან

ჩვენ ასევე განვიხილეთ ევროკავშირი - გავიხსენე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი მოსაზრება “უცხოელი აგენტის” ტიპის კანონებთან დაკავშირებით. 

როგორც მეგობარმა, გავაფრთხილე [რაჟდენ კუპრაშვილი] საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ილუზიებთან დაკავშირებით. 

ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის ივნისიდან სინანულით დაასკვნა, რომ საქართველო შორს არის კურსიდან". - წერს პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ზე.

კომენტარები