ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ დაწესების გამო გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცი გააკრიტიკა.
ამის შესახებ ნაუსედამ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფის შემდეგ სანქციების დაწესების პირობის არ შესრულება ევროპის სანდოობას ამცირებს.
"რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა". - უპასუხა ნაუსედამ ჟურნალისტის კითხვას, დააზიანა თუ არა მერცმა ევროპის სანდოობა.
"ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს სანქციებზე, არამედ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს ზომებსა და უკრაინისადმი მხარდაჭერაზე".- თქვა ნაუსედამ.
ლიტვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა დღეს სჭირდება და არა ხვალ.
"ხშირად გვითქვამს, რომ უკრაინას მხარს დავუჭერდით, საბრძოლო თვითმფრინავებს, შორი დისტანციის რაკეტებსა და საბრძოლო მასალას მივაწვდიდით, მაგრამ ამ დაპირებების შესრულება ვერ შევძელით". - აღნიშნა ნაუსედამ.
12 მაისს, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ თუ რუსეთი დღის ბოლომდე არ დაიწყებდა უკრაინაში 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას, ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მოსამზადებელ პროცესს დაიწყებდნენ.
მანამდე 10 მაისს, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს კიევში შეხვდნენ.
"ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, რათა დიპლომატიისთვის სივრცე შეიქმნას. ამ პერიოდში დიპლომატიური ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული მშვიდობის უსაფრთხოების, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საფუძვლების შემუშავებაზე.
თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, უნდა დაწესდეს მკაცრი სანქციები მისი საბანკო და ენერგეტიკული სექტორების წინააღმდეგ, მათ შორის, წიაღისეულ საწვავზე, ნავთობსა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტზე". - ნათქვამი იყო ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.





