რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხარკოვზე იერიში მიიტანა, გარდაიცვალა 3 და დაშავდა 17 ადამიანი

რუსეთმა 7 ივნისს ხარკოვზე დრონების, მართვადი ავიაბომბებისა და რაკეტების გამოყენებით მასშტაბური იერიში მიიტანა. შეტევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ სინეჰუბოვმა განაცხადა, რომ რუსებმა ქალაქზე თავდასხმაში 53 ერთეული Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, ოთხი მართვადი ავიაბომბი და ერთი რაკეტა გამოიყენეს.

იერიშის შედეგად, ცხრა-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლი  მეექვსე, მეშვიდე და მერვე სართულებზე არსებულ 12 ბინას მოედო. მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს ქალი, რომელიც ამჟამად სამედიცინო დახმარებას იღებს.

ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.

"პირველადი ინფორმაციით, ხარკოვზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაზიანდა 18 მრავალსართულიანი კორპუსი (მათგან სამს სტრუქტურული დაზიანება აქვს) და 13 კერძო სახლი" - განაცხადა მერმა.

კომენტარები