საქართველო-რუსეთი

რუსი დიპლომატი: საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციისთვის მუშაობას გავაგრძელებთ

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსული ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელის, დმიტრი ოლისოვის თქმით, სექცია საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციისთვის მუშაობას გააგრძელებს. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

"რუსული ენის პოპულარიზაცია რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რუსული ენის კონკურენტულობის პოპულარიზება და შევქმნათ გარანტიები, რომ რუსული კულტურისა და მეცნიერების მიღწევებზე საყოველთაო და თავისუფალი წვდომა არსებობდეს. ენისა და რუსეთში განათლების მიღების შესაძლებლობების უზრუნველყოფა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუსეთის ინტერესების სექცია და მისი მთლიანი სტაფი განაგრძობენ მუშაობას ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით" – ამბობს ოლისოვი რუსული ენის დღისთვის მიძღვილ ღონისძიებაზე. 

TASS-ის მიხედვით, ოლისოვმა ასევე აღნიშნა, რომ ბევრი ცნობობილი ქართველი მწერალი ასევე ნაშრომებს რუსულადაც წერდნენ და ისინი "არა მხოლოდ წერდნენ, არამედ აზროვნებდნენ რუსულად"

კომენტარები