რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი: რუსეთის შესაშინებლად კიევი ტერორისტული აქტების მოწყობაზე გადაერთო

დღეს, დიდი დანაკარგებისა და მთელ საბრძოლო ხაზზე უკან დახევის ფონზე, რუსეთის შესაშინებლად, კიევის მმართველობა ტერორისტული აქტების მოწყობაზე გადაერთო და ამავდროულად ისინი ითხოვენ საბრძოლო მოქმედებების 30, ან სულაც 60 დღით, შეწყვეტას, და ითხოვენ უმაღლეს დონეზე შეხვედრას.

მაგრამ როგორ შეიძლება ამ პირობებში ასეთი მოლაპარაკებების გამართვა? რაზეა სალაპარაკო? ვინ მართავს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ფსონს ტერორზე დებს - ტერორისტებთან? და რატომ უნდა წავაქეზოთ ისინი, საბრძოლო მოქმედებების კუთხით პაუზის მინიჭებით, რომელსაც გამოიყენებენ რეჟიმის დასავლური შეიარაღებით გასაძლიერებლად, ძალადობრივი მობილიზაციის გასაგრძელებლად და სხვა ტერორისტული აქტების მოსამზადებლად - ისეთების, როგორიც ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში მოხდა.

ამბობს ვლადიმირ პუტინი.

კომენტარები