ახალი ელჩები

იტალიაში საქართველოს ელჩად თამარ ლილუაშვილი დაინიშნა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა. 

თამარ ლილუაშვილი აქამდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო, მანამდე კი ბულგარეთში. 

"თამარ ლილუაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის იგი გახლდათ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი და არ ემ ჯი ჯგუფის დირექტორის მოადგილე". - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება უნგრეთს, საქართველოს ელჩად სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი, ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა. 

თამარ ლილუაშვილი და ნიკოლოზ ლალიაშვილი ახალ პოზიციებზე საქმიანობას 1 ივლისიდან დაიწყებენ.

კომენტარები