გარი ლინეკერი

გარი ლინეკერმა სოციალურ ქსელში გაზიარებული ვიდეოს გამო BBC დატოვა

ინგლისის ფეხბურთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და BBC-ის სპორტული გადაცემის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა წამყვანმა, გარი ლინეკერმა სოციალურ ქსელში გაზიარებული ვიდეოს გამო არხი დატოვა. ყოფილი ფეხბურთელი 1999 წლიდან გადაცემა "Match of the day"-ს წამყვანი იყო.

ლინეკერმა ბოდიში მოიხადა ანტისემიტური ხასიათის ვიდეოს გაზიარებისთვის. ლინეკერის მიერ გაზიარებულ ვიდეოს ეწერა "სიონისმი ახსნილი 2 წუთში". ვიდეოზე, წარწერის გვერდით თაგვი ეხატა.

"გარიმ გაიაზრა მის მიერ დაშვებული შეცდომა. შესაბამისად, ჩვენ შევთანხმდით, რომ ის მიმდინარე სეზონის შემდეგ აღარ იქნება წამყვანი" – ამბობს BBC-ის გენერალური დირექტორი, ტიმ დეივი

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა ისედაც გეგმავდა გადაცემის დატოვებას, თუმცა მას BBC-ზე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და მომდევნო სეზონის FA Сup-ის მატჩები უნდა წაეყვანა

"ეს გულწრფელი შეცდომა და დაუდევრობა იყო, თუმცა უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი. [...] მთელი ცხოვრება მხარს ვუჭერდი უმცირესობებს და ჰუმანიტარულ პრობლემებს და ვიყავი რასიზმის ყველა ფორმის, მათ შორის, ანტისემიტიზმის წინააღმდეგი, რაც სრულად გულისამრევია" – ამბობს ლინეკერი ვიდეოში, სადაც არხის დატოვების შესახებ საუბრობს.

კომენტარები