გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის თქმით, ევროპაზე მზად არის გააძლიეროს სანქციები და ზეწოლა რუსეთზე მანამდე, სანამ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად არ დაიწყებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანია რუსეთისგან უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას ელოდება.
"ჩვენ შეგვიძლია იმედგაცრუებით აღვნიშნოთ, რომ რუსეთს ეს გადამწყვეტი ნაბიჯი ამ დრომდე არ გადაუდგამს. ჩვენ ამას პასუხი უნდა გავცეთ. ჩვენ ასევე ველით, რომ ჩვენი ამერიკელი მოკავშირეები ამას არ შეეგუებიან". - თქვა ვადეფულმა.
ამასთან ვადეფულის თქმით, ევროპის ქვეყნების ლიდერებს აქვთ მზაობა, რომ იმუშაონ დამატებითი სანქციების პაკეტებზე და ამაზე შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს.
"დამატებითი სანქციების საკითხის განხილვაზე შეზღუდვები არ უნდა დავიწესოთ. სანამ პუტინი არ რეაგირებს და სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის, ევროპაში იქნება დიდი მზაობა დამატებითი სანქციების პაკეტების შემოღებისთვის, რომლებიც შეზღუდავს მის [პუტინის] ეკონომიკური და პოლიტიკური მანევრების სივრცეს". - დაამატა ვადეფულმა.