პოლონეთში, მაღაზიის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, მაღაზიის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებმა ქალაქ ოპოლეში მდებარე მაღაზიიდან 6 800 ზლოტის (1600 ევრო) ღირებულების ტექნიკა, სამკაულები და საკვები მოიპარეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ერთ-ერთი დაკავებული, 48 წლის ქართველი მამაკაცი პოლონეთში 2024 წელსაც იმყოფებოდა - ის ქვეყნიდან გააძევეს და ტერიტორიაზე შესვლა 7 წლის ვადით აუკრძალეს - აღნიშნულმა პირმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბრალდებულმა შეცვალა პირადი მონაცემები და ისევ დაბრუნდა პოლონეთში.

მეორე დაკავებულმა ქართველმა განაცხადა, რომ პოლონეთში მუშაობის მიზნით 2025 წლის მარტში ჩავიდა, თუმცა მას არ ჰქონდა მუშაობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.

Straż Graniczna-ს ცნობით, დაკავებულ ქართველებს შენგენის ზონაში შესვლა 10 წლის ვადით აეკრძალათ.

კომენტარები