რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთმა კიევის ოლქზე იერიში მიიტანა, დაიღუპა ერთი ქალი, დაშავდა 4 წლის ბავშვი

უკრაინის სამაშველო სამსახური

18 მაისს, რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე,  უკრაინაზე დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა.

იერიშის შედეგად კიევის ოლქში, ობუხოვის რაიონში, დაიღუპა 28 წლის ქალი.

გარდა ამისა, დაიჭრა 3 ადამიანი: 59 წლის კაცი, 61 წლის ქალი და 4 წლის ბავშვი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით ფასტოვის რაიონში დრონების იერიშის შედეგად დაინგრა საწყობი და სამეურნეო შენობა. გარდა ამისა, რაიონის სამედიცინო ცენტრში გაჩნდა ხანძარი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები