რუსული რეჟიმი

კობახიძე: ჰერჩინსკის საქართველოში ელჩობა უნდა, დიფსთეითი არ აძლევს საშუალებას

ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა მას, "სამწუხაროდ, "დიფსთეითი" არ აძლევს ამის საშუალებას". 

"პაველ ჰერჩინსკის არ აძლევენ საშუალებას, რომ იმუშაოს, როგორც ელჩმა. ეს არის ერთი კონკრეტული შეფასება. ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში. ძალიან ტრაგიკული და სამწუხაროა ეს ყველაფერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა მას, სამწუხაროდ, "დიფსთეითი" არ აძლევს ამის საშუალებას" - თქვა კობახიძემ. 

9 მაისს ევროკავშირის საელჩოს დაგეგმილ ღონისძიებაზე, კობახიძის თქმით, ის არ მიიწვიეს. 

ჰერჩინსკიმ თქვა, დღეს სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულიან და თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი.

კომენტარები