რუსეთი

ბელგოროდის გუბერნატორი: კომპენსაციის მისაღებად, მოსახლეობა დრონებს მანქანებს აზიანებინებს

დრონის იერიშის შედეგად დაზიანებული მანქანა
Novayagazeta

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით, ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინული იერიშების დროს, ავტომანქანებს სპეციალურად გარეთ ტოვებს, იმის იმედად, რომ ტრანსპორტი დაზიანდება, მფლობელი კი სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებს.

"ასე მსჯელობენ ხოლმე: ჩვენს დასახლებულ პუნქტს დრონებით უტევენ, მოდით მანქანა გამოვაგოროთ ფარეხიდან, იქნებ დაცხრილონ და ფულს მივიღებთ. მანქანა მაინც ძველია, ვერსად წაიყვან, ვერ გაყიდი. ამიტომ მაქვს თხოვნა, მანქანები შეიყვანეთ ფარეხებში". – ამბობს გლადკოვი.

გლადკოვმა თავისი გუბერნიის მოსახლეობას შეახსენა, რომ მსგავსი განზრახ ქმედებები სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

მიმდინარე წლის თებერვალში გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქზე უკრაინული იერიშების შედეგად დაზიანდა 13 900 კერძო ავტომანქანა, რომელთა აღდგენა და შეცვლა სახელმწიფოს 2.5 მილიარდი რუბლი დაუჯდა.

კომენტარები