უკრაინაში აშშ-ს საელჩო თავის მოქალაქეებს რუსეთის მხრიდან პოტენციურად მნიშვნელოვანი საჰაერო იერიშის შესახებ აფრთხილებს, რომელიც მომდევნო დღეებში შეიძლება მოხდეს.
"კიევში აშშ-ს საელჩომ მიიღო ინფორმაცია პოტენციურად მნიშვნელოვანი საჰაერო თავდასხმის შესახებ, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. საელჩო, როგორც ყოველთვის, აშშ-ს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ თავის შესაფარებლად მზად იყვნენ". - წერია საელჩოს განცხადებაში.





