რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გაერთიანებული სამეფო რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

გაერთიანებული სამეფო რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. დღეს სანქციების სიაში ფლოტის 100-მდე ტანკერი დაემატება.

"რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს დღეს ყველაზე მასშტაბური სანქციები დაუწესდება, რაც გააძლიერებს ვლადიმირ პუტინზე ზეწოლას და ბრიტანული და ევროპული ეროვნული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას". - წერია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, ზემოხსენებული ტანკეტები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ბირთვს წარმოადგენს და მათი გამოყენებით 2024 წლის დასაწყისიდან 24 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა.

"რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და უკრაინაში სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, ჩვენ ყველა ქმედება კიდევ ერთი ნაბიჯია გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის რუსეთიდან საფრთხე სათანადოდ უნდა შეფასდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავანადგუროთ მისი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ოპერაცია, შევუწყვიტოთ ომის მანქანას ნავთობისგან მიღებული შემოსავალი და დავიცვათ წყალქვეშა ინფრასტრუქტურა, რომელზეც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა დამოკიდებული". - წერია განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი ახალი სანქციების შესახებ დღეს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ისაუბრებს.

კომენტარები