გერმანია

AfD-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად კლასიფიკაციის პროცესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეჩერდა

გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტო (BfV) დროებით აჩერებს გადაწყვეტილებას ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ექსტრემისტულ ორგანიზაციად კლასიფიკაციისგან, სანამ სასამართლო განხილვა დასრულდება. ინფორმაციას კიოლნის სასამართლო ავრცელებს.

"BfV თავს შეიკავებს AfD-ს "დადასტურებულ მემარჯვენე ექსტრემისტულ მოძრაობად" საჯაროდ მოხსენიებისგან, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის საჩივართან დაკავშირებით". - წერია განცხადებაში.

გერმანიის შიდა დაზვერვის ფედერალური სამსახური, რომელიც, მათ შორის, კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი, პარტიის საქმიანობას თვეების განმავლობაში სწავლობდა და შესაბამისი გადაწყვეტილება "ინტენსიური და ყოვლისმომცველი" შესწავლის შედეგად მიიღო.

როგორც გერმანული მედია აღნიშნავს, BfV-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 1 100-ზე მეტ გვერდს მოიცავს და აღწერილია არაერთი მტკიცებულება, რომელიც პარტიის საქმიანობის ანტიკონსტიტუციურ ხასიათს ადასტურებს.

AfD-მ კი გადაწყვეტილებას დისკრედიტაციისა და კრიმინალიზაციის პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობა უწოდა და აღნიშნა, რომ BfV-ს დასკვნას სასამართლოში გაასაჩივრებდა.

კომენტარები