უკრაინამ იმ რუსულ ბაზებზე მიიტანა იერიში, სადაც 9 მაისის აღლუმის ტექნიკაა განლაგებული

უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის, ანდრეი კოვალენკოს განცხადებით, უკრაინულმა მხარემ რუსეთის კალუგის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ შაიკოვკასა და მოსკოვის ოლქში მდებარე ავაიბაზა კუბინკაზე იერიშები მიიტანა.

კოვალენკოს ინფორმაციით, შაიკოვკას აეროდრომზე Ту-22М3 ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ბომბდამშენებია ბაზირებული და Х-22 ტიპის რაკეტები ინახება, ხოლო კუბინკაზე МиГ-29 და Су-27 ტიპის გამანადგურებლებია განლაგებული.

ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხებიც ადასტურებენ.

პრორუსულმა ტელეგრამ არხმა Flightbomber-მა კუბინკაზე თავდასხმის ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ დარტყმა იმ ადგილებზე მოხდა, სადაც 9 მაისის აღლუმში მონაწილე პერსონალი და ტექნიკა იყო განლაგებული.

7 მაისს მოსკოვზე უკრაინული დრონების შეტევის შედეგად ძირითადი აეროპორტები მთელი ღამის განმავლობაში ფუნქციონირებას ვერ ახერხებდნენ, ხოლო რუსულმა ავიაკომპანიებმა ფრენების განრიგის გადახედვა დაიწყეს.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა სულ მცირე 14 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

ტელეგრამ არხ BAZA-ს ინფორმაციით, გაფრენას ათობით თვითმფრინავი ელოდება.

კომენტარები