რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი იერიში მიიტანა, განადგურებულია 37 დრონი

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო

28 აპრილის საღამოდან, 29 აპრილის დილამდე რუსეთმა 100 უპილოტო საფრენი აპარატით უკრაინის რეგიონებზე იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით განადგურებულია 37 დრონი.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაკარგულია 47 უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსული იერიშის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკისა და კიევის ოლქები.

დნეპროპეტროვსკში დრონი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა, შედეგად დაიღუპა 12 წლის ბავშვი.

უკრაინის მიმართულებით დრონები რუსებმა კურსკიდან, მილეროვოდან, ორელიდან, ბრიანსკიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინეს.

საჰაერო თავდაცვისა და რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების გარდა, იერიშის მოგერიებაში მონაწილეობა უკრაინის ავიაციამ და მობილური ცეცხლის ჯგუფებმა მიიღეს.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები