მკვლელობა გორში

გორში, სროლის შედეგად დაჭრილი კაცი კლინიკაში დაიღუპა

გორში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას კლინიკა გორმედში დაუდასტურეს.

დღეს დილით გორში, წმინდაწყალზე ორ ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 25 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მამამისი კი დაიჭრა და კლინიკაში იყო გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული, 1975 წელს დაბადებული ს.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები