რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

შმიგალის ცნობით, მინერალებზე შეთანხმებით უკრაინას არ მოუწევს, აშშ-ს დახმარება აანაზღაუროს

უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიგალის ცნობით, აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ მინერალებზე შეთანხმებაში აღარ შევა უკრაინის მხრიდან აშშ-ს მიერ გაწეული იმ სამხედრო დახმარების ანაზღაურების საკითხი, რომელიც ამერიკამ უკრაინას დოკუმენტის ხელმოწერამდე მიაწოდა.

შმიგალი Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს ფინანსთა მინისტრთან, სკოტ ბესენტთან, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მინერალებზე შეთანხმება განიხილეს და ამ მხრივ "კარგი პროგრესი" იყო.

მისი თქმით, მთავარი საკითხი წითელი ხაზების განსაზღვრაა და შეთანხმება თანხვედრაში უნდა იყოს ევროკავშირის ვალდებულებებთან და ასევე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის კონსტიტუციას.

ამასთანავე, შმიგალის თქმით, აშშ-მ და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ დოკუმენტში არ შევა უკრაინისთვის გაწეული იმ დახმარების ანაზღაურების საკითხი, რომელიც აშშ-მ ქვეყანას შეთანხმების დადებამდე მიაწოდა.

 

კომენტარები