რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინა უარყოფს პუტინის განცხადებას, რომ კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებები დასრულდა

უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომ კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებები დასრულებულია. 

გენშტაბმა რუსული მხარის განცხადება "პროპაგანდისტულ მახედ და სასურველის სინამდვილედ გასაღების სურვილად" მოიხსენია

უკრაინული მხარის მონაცემებით, უკრაინული სამხედრო ერთეულებისთვის ალყის შემორტყმის საფრთხე არ არსებობს. 

"კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი ოპერაცია გრძელდება. ოპერატიული მდგომარეობა რთულია, თუმცა ჩვენი ერთეულები გარკვეული პოზიციებს კვლავ იკავებენ და დავალებულ ამოცანებს ასრულებენ, ამავდროულად ყველა ტიპის იარაღით ცეცხლს ეფექტიანად ისვრიან და, მათ შორის, შეტევითი თავდაცვის ტაქტიკას იყენებენ.

დღის დასაწყისიდან მოყოლებული სამხედროთა დაჯგუფების, კურსკის ოპერაციულ ზონაში მოწინააღმდეგის ხუთი საშტურმო ქმედება იქნა მოგერიებული, კიდევ ერთი ასეთი სამხედრო დაპირისპირება კვლავ მიმდინარეობს". - წერია გენშტაბის გნაცხადებაში. 

გარდა ამისა, უკრაინული გენშტაბის ცნობით, აქტიური სამხედრო ქმედებები ბელგოროდის ოლქშიც მიმდინარეობს. 

ცოტა ხნით ადრე, პუტინი ირწმუნებოდა, რომ კურსკის ოლქის "გათავისუფლების ოპერაცია" დაასრულეს და "ВСУ-სგან გაათავისუფლეს" უკანასკნელი დასახლებული პუნქტი, გორნალი. 

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთის გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა პუტინს "უკრაინელი ნეონაცისტებისგან კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაციის დასრულების შესახებ" ანგარიში ჩააბარა.

კომენტარები