რუსული მედიის ინფორმაციით, 25 აპრილს ГРУ-ს ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალი იაროსლავ მოსკალიკი ააფეთქეს.
აფეთქება მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში მოხდა. ინფორმაციას რუსული მედიები, Mash და Shot ავრცელებენ.
ტელეგრამ არხი Baza სამართალდამცავ ორგანოებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დისტანციური მართვის ბომბი გაჩერებულ მანქანაში აფეთქდა, როდესაც მოსკალიკმა მის სიახლოვეს ჩაიარა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსკალიკის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.