უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ინფორმაციით რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში მოიერიშე Су-30СМ დაიწვა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ მოიერიშეს ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია.
"იმ ძალების მასშტაბი, რომლებიც მზად არიან კრემლს წინააღმდეგობა გაუწიონ და აგრესორი სახელმწიფოს დემილიტარიზაციის აქტები განახორციელონ, იზრდება!
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო შეგახსენებთ - უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი თითოეული სამხედრო დანაშაულისთვის სამართლიანი შურისძიება იქნება" - წერია მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში