ჩვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი უზრუნველყოფს, რომ ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველანაირი ვალდებულება შევასრულეთ. ამავდროულად, არავის არ მოვუწოდებთ, რომ თითი დაგვიქნიონ, რაღაცით დაგვემუქრონ და დაგვაშანტაჟონ.
არ შეიძლება, რომ თავისუფალი გადაადგილება და თავისუფლად მოგზაურობა გახდეს საქართველოს და ქართველი ხალხისთვის შანტაჟის საფუძველი. უბრალოდ, ფიზიკურად ვერ გახდება.
როდესაც არჩევანი სასწორის ორ პინაზე, ერთ მხარეს დევს თავისუფალი მოგზაურობა გამარტივებული წესით, ხოლო მეორე პინაზე დევს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება იმისგან რომ ვინმემ დავალება მოგვცეს აქ, თითები გაგვიტკაცუნოს ქართველებს, და გვაკადროს ქართველ ხალხს, რომ თქვენ არ იცით რა არის უკეთესი საქართველოსთვის და თქვენი მომავლისთვის და ჩვენ უკეთესად გიკარნახოთო.
ასეთი განცხადებები, არაერთი პლატფორმიდან გაკეთებული, მათ შორის ევროპარლამენტიდან, ხო ყველას გვახსოვს. ეს არის შანტაჟის მცდელობები.