რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა, დაღუპულია ერთი ადამიანი

ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად დამწვარი ავტომანქანა
Zova

22 აპრილს, დღის საათებში რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა.

იერიშის შედეგად დაიღუპა 69 წლის ქალი. გარდა ამისა, ბოლო მონაცემებით არიან დაჭრილები, მათ შორის 2 ბავშვი.

"69 წლის ქალმა მძიმე ჭრილობები მიიღო. მედიკოსები მის გადარჩენას ეცადნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ". – წერს ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ივან ფედოროვი.

მოგვიანებით ფედოროვმა დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. დაშავებული ბავშვების ასაკი 4 და 14 წელია.

ფედოროვის თქმით, ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

კომენტარები