რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა კიევზე და ოდესაზე იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები

21-22 აპრილს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა.

21 აპრილის საღამოს ოდესაში განგაში იყო. ქალაქს რუსული დრონები დაესხნენ თავს. 

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლეგ კიპერის თქმით, ქალაქში დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულება, სატრანსპორტო საშუალებები. არიან დაშავებულები.

გარდა ამისა, ქალაქ ოდესის მერმა, გენადი ტრუხანოვმა იერიშის შედეგების ფოტოები გამოაქვეყნა.

22 აპრილის ღამეს, კიევის ოლქზე რუსეთმა დრონებით მიიტანა იერიში.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ნიკოლაი კალაშნიკი ანგარიშის მიხედვით, რეგიონში დაზიანდა 6 სახლი, 4 ავტომანქანა, რამდენიმე ავტოფარეხი, სამშენებლო მოედანი.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 22 აპრილს რუსეთმა 54 შაჰედის ტიპის დრონი გამოიყენა.

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 38 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეძლო.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაკარგულია 16 უპილოტო საფრენი აპარატი.

კომენტარები