რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთის არმია ქრისტიანული ეკლესიებისა და მორწმუნეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს

მილიონობით უკრაინელისთვის აღდგომა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. მილიონობით უკრაინელი ამ დღეს ეკლესიაში წავა. სამწუხაროდ, ბევრი ისეთ ეკლესიაში წავა, რომელიც დაზიანებული ან განადგურებულია. 

რუსეთის არმია ქრისტიანული ეკლესიებისა და მორწმუნეებისთვის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 67 უკრაინელი მღვდელი, მოძღვარი და ბერი მოკლეს ან აწამეს. განადგურებულია 640 რელიგიური ძეგლი, მათი უმეტესობა ქრისტიანულია. თუმცა ჩვენ ყველა მათგანს თავიდან ავაშენებთ. 

ზუსტად ისე, როგორც მღვდლებსა და მოძღვრებს რუსეთის ტყვეობიდან ვაბრუნებთ, ზუსტად ისე, როგორც ყველაფერს ვაკეთებს უკრაინული ქალაქების, სოფლებისა და ადამიანების სიცოცხლეების დასაცავად - ჩვენ ასევე ვაბრუნებთ შანსს რწმენისა - რწმენისა, რომ ბოროტება და დესტრუქცია ვერ გაიმარჯვებს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება. 

კომენტარები