ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

ჰააგის სასამართლომ ბუდაპეშტში ნეთანიაჰუს ვიზიტის გამო უნგრეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ბუდაპეშტში ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის გამო, უნგრეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აინტერესებს, თუ რატომ არ დააკავეს ნეთანიაჰუ უნგრეთში ყოფნის დროს, რომელზეც ICC-ს დაკავების ორდერი აქვს გაცემული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიება უნგრეთის მიერ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაიწყო.

ბუდაპეშტს საკუთარი პოზიციის დასაცავად და შესაბამისი მტკიცებულებების წარსადგენად ვადა 23 მაისამდე ექნება.

უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა ნეთანიაჰუს ვიზიტის დროს ადგილობრივ რადიოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს დატოვებას გეგმავს, რადგან "ჰააგის სასამართლო მიუკერძოებელი აღარ არის და ის პოლიტიკურ სასამართლოდ გადაიქცა".

აღსანიშნავია, რომ ICC-ს დატოვების პროცედურებს, სულ მცირე, ერთი წელი ერთი წელი დასჭირდება, შედეგად კი უნგრეთი გახდება ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა, რომელიც ჰააგის სასამართლოს დატოვებს.

კომენტარები