ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) უნდა შეეძლოს, თავისუფლად გააგრძელოს ბრძოლა გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უზრუნველყოფს პასუხისმგებლობის დაკისრებას საერთაშორისო დანაშაულებზე და ხმას აწვდენს მსხვერპლს მთელ მსოფლიოში. მას უნდა შეეძლოს, თავისუფლად გააგრძელოს ბრძოლა გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ. ევროპა ყოველთვის დაიცავს სამართლიანობასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას". - წერს ფონ დერ ლაიენი.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
ტრამპის ადმინისტრაცია ICC-ს აშშ-სა და მისი მოკავშირის, ისრაელის წინააღმდეგ არალეგიტიმურ და უსაფუძვლო ქმედებებში ადანაშაულებს.