დასავლეთი

მელონი ტრამპთან შეხვედრაზე: ჩემი მიზანია, დასავლეთს დიდება დაუბრუნდეს, ერთად ამას შევძლებთ

როდესაც დასავლეთზე ვსაუბრობ, ძირითადად გეოგრაფიულ სივრცეს არ ვგულისხმობ - მე ცივილიზაციაზე ვსაუბრობ და მსურს, რომ ეს ცივილიზაცია გაძლიერდეს.

ამიტომ, ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ატლანტიკის ორ მხარეს შორის გარკვეული პრობლემები გვაქვს, დადგა დრო, რომ დავსხდეთ და გამოსავლები ვეძებოთ.

მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს იმისთვის, რომ მან მიიღო მოწვევა, რომში უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტი განახორციელოს და ამავე პერიოდში განიხილოს ევროპასთან შეხვედრის შესაძლებლობაც. ჩემი მიზანია, დასავლეთს დიდება დაუბრუნდეს და ვფიქრობ, ერთად ამას შევძლებთ

თქვა იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე

კომენტარები