რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბუნდესტაგმა 8 მაისის ღონისძიებაზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩები არ მიიწვია

REUTERS/Annegret Hilse

გერმანიის პარლამენტმა 8 მაისს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დამთავრების მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სტუმრების სიაში არ შეიყვანა რუსეთისა და ბელარუსის ელჩები. აღნიშნული ინფორმაცია 17 აპრილს ბუნდესტაგის სპიკერმა გაავრცელა.

სპიკერმა განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ფედერალური მთავრობის შეფასების შესაბამისად მიიღეს: "ამ შეფასების საფუძველზე მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის ელჩები არ არიან მოწვეული". - თქვა მან.

ბუნდესტაგის პლენარულ სხდომათა დარბაზში სხვა საელჩოების წარმომადგენლები გერმანელ პარლამენტარებს შეუერთდებიან, რათა ომის დამთავრება და მასთან ერთად ევროპაში ნაცისტური გერმანიის ძალადობრივი და გენოციდური კამპანიის დასასრული გაიხსენონ.

სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე უცხოეთიდან სტუმრები მიწვეული არ არიან.

16 აპრილს რუსულმა სამთავრობო მედია РИА-მ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას, განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის ამბობდა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება ყოველწლიურ ღონისძიებიდან რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლების გაძევების შესახებ შეურაცხყოფის მიყენებაა "ჰიტლერის ჯალათების პირდაპირი შთამომავლებისთვის".

კომენტარები