როგორც ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ საქართველომ მოკლა ან სანდრო გირგვლიანი, ან ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე ვერავინ იტყვის, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, სისხლიანმა რეჟიმმა. ზუსტად ასევე, სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე და ბევრი სხვა. ეს იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, აგენტურა. აგენტურა როცა იწყებს ომს, თან გაყალბებით მოსული ხელისუფლებაში, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როგორ გაყალბდა სამარცხვინოდ, მარტო სტატისტიკაც საკმარისია ამის დასადასტურებლად. არალეგიტიმური, კრიმინალური რეჟიმი როდესაც იწყებს ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ დაიწყო ომი. სააკაშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა, აგენტურამ დაიწყო ომი დავალებით, დაკვეთით ამ ქვეყანაში. ვინ დაიწყო, ეს საერთოდ გამოსაძიებელი არ არის, ხელი მოაწერა იმ ხალხმა, ვინც დაიწყო.
tbl.ge/75or
დაკოპირდა

განაცხადა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
ამავე თემაზე
- კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
- ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს ხაზი გადაუსვა - პაპუაშვილი
- ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე




